ასობით ხელისუფლების მოწინააღმდეგე კაცმა მოაწყო მსვლელობა აზერბაიჯანში, სადაც სულ მალე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ბაქოს ცენტრში მოწყობილი აქცია ხელისუფლების მხრიდან სანქცირებული იყო და მისი ორგანიზატორი იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული ფრონტის ეროვნული საბჭოს, რომელიც აზერბაიჯანის ოპოზიციურ ძალებს აერთიანებს. საპროტესტო აქციის მონაწილე დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან 26 სექტემბრისათვის დაგეგმილი რეფერენდუმის გამართვას, რაზეც მოსალოდნელია ქვეყნის ავტორიტარული პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცება. „არა მონარქიას! დასრულდეს ძარცვა!“- ასეთი იყო საპროტესტო აქციის მთავარი დევიზი.
ყველაზე პოპულარული
1