Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს მოუწოდებს, განმარტოს ზავის შესახებ სირიის მთავრობის განცხადება


აშშ გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს სირიაში ზავის მოქმედება, მისი დარღვევის მიუხედავად. ამასთან ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებს, განმარტოს სირიის მთავრობის განცხადება, რომ ზავი აღარ მოქმედებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, ვაშინგტონის და მოსკოვის შეთანხმებით, რუსეთია პასუხისმგებელი სირიის მთავრობის მიერ ზავის დაცვაზე, რის გამოც ვაშინგტონი რუსეთისაგან მოელის განმარტებას. კირბის განცხადებით, სირიაში ოპოზიციონერებზე სირიის მმართველი რეჟიმის თავდასხმების მიუხედავად, ბოლო კვირაში შემცირდა ძალადობა. მანამდე სირიის სამხედრო სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომ „შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფებმა" მრავალჯერ დაარღვიეს ზავი და რომ მთავრობის ჯარები აღარ დაიცავენ ზავს, რომელიც 12 სექტემბერს ამოქმედდა აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG