Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხადიჯა ისმაილოვას სარჩელი


ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას სარჩელი, რომელიც შეეხებოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის მისთვის წაყენებული ბრალდებების მოხსნას. ისმაილოვას ადვოკატმა ფარიზ ნამაზლიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აპელაციაზე უარის გადაწყვეტილება სასამართლომ 7 ოქტომბერს გამოიტანა. ხადიჯა, რომელიც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახურთან თანამშრომლობს, ჟურნალისტიკის არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელია. ჟურნალისტი 2014 წლის დეკემბერში დააპატიმრეს და გადასახადებისგან თავის არიდების და სხვა ბრალდებების გამო შვიდი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის უმაღლესმა სასამართლომ მას განაჩენი შეუმცირა და გაათავისუფლა. ხადიჯა და მისი თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ სასამართლო პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ხოლო განაჩენი იყო შურისძიება მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გამო, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს კორუფციასთან კავშირში ამხელდა. ჟურნალისტს აკრძალული აქვს აზერბაიჯანის დატოვება.

XS
SM
MD
LG