Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ძალებმა მოსულის მიმართულებით წინ წაიწიეს


ერაყის სამხედრო უწყების ცნობით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა და ქურთების სახალხო ლაშქარმა „ფეშმერგამ“ წინ წაიწიეს ქალაქ მოსულისაკენ, რომელსაც 2014 წლიდან აკონტროლებს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“. ქურთების სამხედრო სარდლობამ უკვე განაცხადა, რომ მათ 23 ოქტომბერს კონტროლი დამაყარეს ქალაქ ბაშიქაზე, რომელიც მოსულის გზაზე მდებარეობს. ამის თაობაზე, აშშ-ის ინფორმაციით, ქურთების სამხედრო ლიდერმა მასუდ ბარზანიმ პირადად მოახსენა ერაყში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ეშ კარტერს, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მოსულის გასათავისუფლებლად მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. ქალაქ მოსულის გათავისუფლების ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცის ეერთი კვრის წინ დაიწყო. „ფეშმერგას“ სამხედრო ძალები მოსულს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უახლოვდებიან, ერაყის სამხედრო ძალები კი სამხრეთიდან ახორციელებენ შეტევას.

XS
SM
MD
LG