Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოს გარშემო კვლავ განახლდა ბრძოლები


გავრცელებული ინფორმაციით, 23 ოქტომბერს განახლდა საბრძოლო მოქმედებები ალყაში მყოფი სირიის ქალაქ ალეპოს გარშემო მას შემდეგ, რაც ამოიწურა სირიის ხელისუფლებისა და მისი მთავარი მოკავშირის, რუსეთის მიერ გამოცხადებული „ჰუმანიტარული პაუზა“, ანუ 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, 22 ოქტომბერს საავიაციო იერიშები განახორციელეს, როგორც სირიის არმიის, ისე რუსეთის კუთვნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა. სადამკვირვებლო ჯგუფის ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ასევე სახმელეთო ბრძოლებსაც არტილერიის გამოყენებით.

XS
SM
MD
LG