Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი: სირიაში სკოლის დაბომბვა შესაძლოა სამხედრო დანაშაული იყოს


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, სირიაში სკოლის დაბომბვა, რომლის შედეგადაც 22 ბავშვი დაიღუპა, შესაძლოა სამხედრო დანაშაულად იქნეს შეფასებული. ბან კი მუნმა მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია მისი პრესმდივნის 27 ოქტომბრის განცხადებაში. ასევე 27 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდებები, რომელთა თანახმადაც რუსეთის ან სირიის მთავრობის თვითმფრინავების მიერ დაიბომბა იდლიბის პროვინციაში მდებარე სკოლა. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას „სიცრუე“ უწოდა უფლებადამცველებისა და დასავლელი დიპლომატების განცხადებებს 26 ოქტომბერს სკოლის დაბომბვის გამო რუსეთის, ან სირიის მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ. იქვე ზახაროვამ თქვა, რომ სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია იწვევს ვითარების დესტაბილიზაციას. ამ კოალიციას შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG