პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მართავს კონსულტაციებს მთავრობის და საპარლამენტო სტრუქტურების ფორმირების მიზნით. პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღეს გამოიყენებს აქტიური კონსულტაციისთვის, რომელიც სავარაუდოდ, 10-11 ნოემბრისთვის დასრულდება. „სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება გუნდის შიგნით კონსულტაციები, პოზიციების შეჯერება და საერთო კანდიდატურებზე შეთანხმება" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 115 მანდატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ყველაზე პოპულარული
1