Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატამ ვადა გაუგრძელა ირანის სანქციებთან დაკავშირებულ კანონს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 419 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით მოქმედი კანონისთვის ვადის გაგრძელებას და ახალი სანქციების შემოღებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერების წინააღმდეგ. თუ კანონპროექტი სენატმაც მოიწონა, იგი ხელმოსაწერად გაეგზავნება პრეზიდენტს. დოკუმენტი უფლებას ანიჭებს შეერთებულ შტატებს, დამსჯელი ზომები შემოიღოს თეირანის წინააღმდეგ, თუ ამ უკანასკნელმა არ შეასრულა მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შარშან მიღწეული შეთანხმება.

XS
SM
MD
LG