Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცესკო შეაჯამებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს


დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს. შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დანიშნავს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. პარტია „ქართული ოცნებიდან“ არჩეულმა ზოგიერთმა დეპუტატმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12 საათზე გაიმართება. ამ განცხადებებს ნაჩქარევი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. „ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როცა ცესკო გამოაქვეყნებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG