Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ცუნამი დაატყდა


იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ცუნამი დაატყდა 6,9 სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. ერთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა ფუკუშიმის ატომურ ელექტროსადგურთან, რომელიც მძიმედ დააზიანა 2011 წლის ცუნამიმ. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დიდი მანძილით დაშორებულ დასახლებებშიც, მათ შორის სამხრეთში მდებარე ტოკიოში. მძიმედ დაშავდა, სულ ცოტა, სამი ადამიანი.

XS
SM
MD
LG