Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ევროკავშირს აკრიტიკებს თურქეთის შესახებ ევროპარლამენტში კენჭისყრის წინ


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ევროკავშირი გააკრიტიკა ევროპარლამენტში თურქეთის შესახებ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. კენჭისყრისას უნდა გადაწყვიტონ, შეჩერდება თუ არა ანკარასთან მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. ევროპარლამენტის გავლენიანი წევრები მოითხოვენ მოლაპარაკების შეწყვეტას რეპრესიების გამო, რომლებიც თურქეთში ტარდება ივლისში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. როგორც ერდოანმა დღეს სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა, რაც უნდა იყოს ევროპარლამენტში კენჭისყრის შედეგი, მას ანკარისათვის მნიშვნელობა არ ექნება. „მართალია, ამ კენჭისყრის შედეგის შესრულება სავალდებულო არ არის, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მესიჯი, რომელიც კენჭისყრას უკავშირდება. ის ფაქტი, რომ ევროპის პარლამენტი კენჭისყრის გამართვას დათანხმდა, ცხადჰყოფს, რომ ის ტერორისტული ჯგუფების მხარეს დგას“, - განაცხადა ერდოანმა. მანვე ევროკავშირის ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ არ შეუსრულებიათ არც ერთი დაპირება, რომელიც თურქეთს მისცეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

XS
SM
MD
LG