Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი კიევის სასამართლოს შეკითხვებს როსტოვიდან უპასუხებს


უკრაინის დედაქალაქში, კიევში დაიწყო ამ ქვეყნის პოლიციის „ბერკუტად“ წოდებული რაზმის წევრების სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილება 2014 წელს კიევის ცენტრში დემონსტრანტების დახოცვის საქმე. პროცესზე მოწმედ დაკითხეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც შეკითხვებს ვიდეო ტელეხიდისსაშუალებით, როსტოვიდან, რუსეთიდან უპასუხებდა. იანუკოვიჩმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბრძანება დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ არ გაუცია. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ სასამართლოზე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას გაეგზავნა წერილი, რომ იანუკოვიჩი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში.

XS
SM
MD
LG