Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გააკრიტიკა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დასკვნა არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო


აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა თავისი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დასკვნა, რომ რუსეთი ერეოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპმა თქვა, რომ დემოკრატიული პარტია ამას ჰილარი კლინტონის მარცხის კიდევ ერთ გამამართლებლად იყენებსო. ტრამპის კომენტარი მედიაში მოჰყვა ხმაურს კონგრესის ლიდერებს, როგორც დემოკრატ, ასევე რესპუბლიკელებს შორის, რომ უფრო ღრმად გამოიძიონ რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის დეტალები. ტრამპის თქმით, მას არ სჯერა დაზვერვის სამსახურის დასკვნისა, არ შეიძლება მხოლოდ რუსეთზე ლაპარაკი, უნდა ითქვას, რომ იქნებ სხვა ქვეყნებიც, შესაძლებელია, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ მასში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს გამოძიება კიბერთავდასხმების გამო, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთის და არჩევნების შემთხვევებისა, ადრინდელიც, რომლებიც უკავშირდებოდა ჩინეთს. ნიუ იორკ ტაიმსი 9 დეკემბერს იტყობინებოდა, რომ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების დასკვნა შეიცავდა ასევე ცნობას, რომ რუსეთის ჰაკერებმა შეაღწიეს რესპბლიკური პარტიის კომპიუტერებში, მაგრამ არ გამოუქვეყნებიათ იქ მოპოვებული, ზარალის მომტანი წერილები, და სხვა მასალები, როგორ, გავრცელებული აზრით, დემოკრატების შემთხვევაში მოხდა.

XS
SM
MD
LG