Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ახალი ლიდერი აირჩიეს


მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, ახალი ლიდერი აირჩიეს. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგად ხმების 62%-ზე მეტი ერგო პარლამენტის თავმჯდომარე ვადიმ კრასნოსელსკის. მოქმედმა პრეზიდენტმა ევგენი შევჩუკმა სულ 26,2% მოიპოვა. სეპარატისტები რუსეთის დახმარებით აკონტროლებენ მდინარე დნესტრსა და უკრაინასთან საზღვარს შორის მდებარე ტერიტორიას, რომელზეც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. პრეზიდენტად არჩეული კრასნოსელსკი, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, რუსეთთან დნესტრისპირეთის მიერთებას ემხრობა.

XS
SM
MD
LG