Accessibility links

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ალეპოდან ევაკუაციის შეჩერებაზე


სირიის ქალაქ ალეპოდან შეჩერებულ იქნა სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეების ევაკუაცია, რის მიზეზადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს ასახელებენ. სირიის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, ევაკუაცია იმის გამო შეჩერდა, რომ მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტოკოლონას, რომელსაც ხალხი გადაჰყავდა. თავის მხრივ, ოპოზიციური მედია იუწყება, რომ ალეპოდან მიმავალ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს სირიის მთავრობის მომხრე შიიტმა მებრძოლებმა. ამ ცნობას როიტერის სააგენტო ავრცელებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება ალეპოდან ხალხის გაყვანის პროცესი. თუმცა, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები ევაკუციის დასრულების შესახებ იუწყებიან. მათი ცნობით, დასრულებულია აღმოსავლეთ ალეპოდან ბავშვებისა და ქალების გაყვანა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG