“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამთავრებს არსებობას, - ამის შესახებ იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრის დავით დარჩიაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ცნობას ეყრდნობა. ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა. „შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. გავრცელებული ინფორმაციით,საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, მიხეილ სააკაშვილმა, ცოტა ხნის წინ ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია პარტიის ზოგიერთი ლიდერი და მათსრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში.
დარჩიაშვილი და თარგამაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არსებობის დასასრულზე საუბრობენ
ყველაზე პოპულარული
1