Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმფრინავის გამტაცებლები ხელისუფლებას ჩაბარდნენ


მალტის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელები, რომლებმაც ლიბიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, სამართალდამცველებს ჩაბარდნენ. მანამდე მოლაპარაკებების შემდეგად, გამტაცებლებმა, რომლებიც ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულნი,111 მგზავრი გაათავისუფლეს. როგორც იუწყებიან, გამტაცებლები ყოფილი ლიდერის მოამარ კადაფის მომხრეები არიან. მალტის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ამბობს, თუ რა მოთხოვნები ჰქონდათ თავდამსხმელებს. 23 დეკემბერს შეიარაღებული გამტაცებლები თვითმფრინავის აფეთქებით დაემუქრნენ ლიბიის ავიახაზების კუთვნილ „აირბას A 320“- კლასის თვითმფრინავის ეიკპაჟს, რომელიც ლიბიის ქალაქ საბჰადან დედაქალაქ ტრიპოლისაკენ ასრულებდა რეისს. ინცინდენტის გამო აიკრძალა ყველა საავიაციო რეისი მალტის მიმართულებით, რომელიც ევროკავშირს წევრი სახელმწიფოა.

XS
SM
MD
LG