Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დადგა


2017 წელი უკვე დადგა რუსეთში, ახალ ზელანდიაში, წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულსა და ავსტრალიაში, სადაც ფოიერვერკებითა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებით შეხვდნენ ახალ წელს. რუსეთში ახალი წელი შორეული აღმოსავლეთის ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის ქალაქ ანადირში იზეიმეს, სადაც პირველად მოისმინეს რუსეთის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა. ახალი წელი იზეიმეს ასევე სამოაში, ფიჯიზე, ვანუატუსა და საფრანგეთის ახალი კალედონიის ტერიტორიაზე. ყველაზე გრანდიოზული სადღესასწაულო ღონისძიება კი გაიმართა ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში, სადაც მსოფლიოში ყველა ცნობილი საახალწლო შოუ გაიმართა.

XS
SM
MD
LG