ერაყში პოლიციის განყოფილების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი. აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამარაში. ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი შეიარაღებული პირი წუხელ შეიჭრა სამარის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილებაში და კონტროლი დაამყარა ამ ობიექტზე. ურთიერთსროლა დღეს დილას დასრულდა ოთხივე თავდამსხმელის ლიკვიდაციით, დაიღუპა სამი პოლიციელიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. სამარაში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, 110-მდე კილომეტრში მდებარეობს, მდებარეობს შიიტების ერთ-ერთი მთავარი სალოცავი. „ისლამური სახელმწიფო“ ერეტიკოსებად მიიჩნევს შიიტებს.
ყველაზე პოპულარული
1