Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა უზბეკეთის მოქალაქე დაასახელა სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილად


თურქეთის პოლიციამ უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვი დაასახელა ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილად. მედიაში გავრცელებული ცნობით, სტამბოლის პოლიცია აცხადებს ასევე, რომ მაშარიპოვს კავშირი აქვს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან". ეჭვმიტანილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, თურქეთის უშიშროების ძალები და პოლიცია განაგრძობენ მის და მისი სავარაუდო თანამზრახველების ძებნას. ახალი წლის ღამეს 39 პირი დაიღუპა სტამბოლის ფეშენებელურ ღამის კლუბ „რეინაში“, სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG