Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მშობლებს ჩამოაშორეს 12 ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, ინფიცირებულია შიდსის გამომწვევი ვირუსით


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მოსკოვში მშობლებს ჩამოაშორეს 12 ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ინფიცირებულია შიდსის გამომწვევი ვირუსით. 12-ვე ბავშვი არაბიოლოგიურ მშობლებთან იზრდებოდა. ცნობა ოჯახებიდან მათი წაყვანის შესახებ 13 იანვარს გაავრცელა ბავშვთა უფლებების დასაცავად პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი პირის, ანა კუზნეცოვას პრესმდივანმა. მას არ დაუზუსტებია, როგორ იქნენ ინფიცირებული ბავშვები. მისი თქმით, ამჟამად „დეტალებს აზუსტებენ“. კიდევ ერთ ინფიცირებულ ბავშვს, რომელსაც ბიოლოგიური მშობლები ჰყავს, ოჯახში დარჩენის უფლება მისცეს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, ამ შემთხვევის გამო დღეს საგანგებო შეხვედრა გაიმართა მოსკოვის სოციალური მომსახურების სამსახურში. 2016 წელს რუსეთში აღირიცხა შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებული მემილიონე ადამიანი. ეს არის გაორმაგებული მაჩვენებელი 2010 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით.

XS
SM
MD
LG