Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შესაძლოა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის განაცხადი შეიტანოს


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი არ გამორიცხავს, რომ მისი ქვეყანა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის განაცხადს შეიტანს - მიუხედავად დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალისა. ჟუკოვმა დღეს მოსკოვში განაცხადა, რომ 2028 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი შეიძლება გამოთქვან სანქტ-პეტერბურგმა, ყაზანმა ან სოჭმა. რატომაც არაო, თქვა ჟუკოვმა და დასძინა, ახლა გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებითო. 2028 წლის ოლიმპიადის მასპინძელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, სავარაუდოდ, 2021 წელს გამოაცხადებს. დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო რუსეთის ბევრ სპორტსმენს აეკრძალა რიო-დე-ჟანეიროს შარშანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG