აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 13 იანვარს ერთი წლით გააგრძელა ამერიკული სანქციები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ, საბანკო სფეროსა და ეკონომიკურ სექტორს დაუწესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის გამო. ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, გაართულებს სანქციების გაუქმებას მას შემდეგ, ტრამპი პრეზიდენტის ოფისს დაიკავებს 20 იანვრის შემდეგ. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და სანქციების გადახედვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კაბინეტის მომავალი წევრები ემხრობიან სანქციების შენარჩუნებას.
ყველაზე პოპულარული
1