Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ სანქციები არ დაუკავშიროს ბირთვული განიარაღების საკითხს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ვაშინგტონმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესებულ იქნა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტის რანგში უკანასკნელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი საკითხი ყოველთვის ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს. ობამას ამ სიტყვებს წინ უსწრებდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთს შესაძლოა გაუუქმდეს სანქციები, თუკი ის შეამცირებს ბირთვულ პოტენციალს. ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში შეინიშნება რუსეთში ანტიამერიკული განწყობილების მკვეთრი გაძლიერება, რაც ართულებს ორმხრივ ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG