Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსში იმყოფება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იმყოფება დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. დღეს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა სხდომაზე, რომლის თემაა ”აბრეშუმის გზა.” საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავოსში ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი გამართავს მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრებს. შვეიცარიაში გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მადრიდში, სადაც შეხვდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, მარიანო რახოის, მეფეს, ფელიპე მეექვსეს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG