Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ევროპელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ ნატოს მიმართ აშშ ვალდებულება ურყევია


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა თავის პირველ სრულ სამუშაო დღეს განაცხადა ევროპის კავშირელი პარტნიორების მისამართით, რომ აშშ-ის ვალდებულებები ნატოს მიმართ „ურყევია“. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მატისი ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტს მაიკლ ფელონს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებას, რომ ნატო მოძველებული ინსტიტუტია, შეშფოთება მოჰყვა. მატისმა პარტნიორებთან საუბარში ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ პოზიციას ნატოს მიმართ ვალდებულებების მხრივ,- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ჯეფ დევისმა.

XS
SM
MD
LG