Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ შეაჩერა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მოქმედება


თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ასარჩევად 2016 წლის დეკემბერში გამართულ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების მოქმედება. სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 26 იანვარს გავრცელებული განცხადებით, დავის საგანია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა, რის გამოც მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. „2017 წლის 24 იანვარს, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალა ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება, სესიის ოქმით განსაზღვრულ წესდებაში ცვლილებების შეტანა და ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე“ - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. მისი განმარტებით, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG