Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროკურატურა გადასინჯავს ოთხი მსჯავრდებულის საქმეს


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონოდ გასამართლებული ოთხი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის თემურ ბასილია, საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, რომელსაც აშშ-მა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე. ამის საფუძველზე, პროკურატურა აპირებს მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG