Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ფულადი ჯარიმა დააკისრეს თათარ აქტივისტს, რომელმაც "ინსტაგრამში" შეაქო ფლორიდაში გეების დახოცვა


რუსეთში სასამართლომ 50 ათასი რუბლის (830 დოლარის) ჯარიმა დააკისრა ახალგაზრდა თათარ აქტივისტს, რამილ იბრაგიმოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე. იბრაგიმოვმა სოციალურ ქსელში შეაქო შარშან ფლორიდაში, გეების ღამის კლუბზე თავდასხმისას 49 პირის მკვლელობა. ვოლგისპირა ქალაქ სამარის სამხედრო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „ტერორიზმისაკენ საჯარო მოწოდებასა და ტერორისტული აქტის გამართლებაში“ და ფულად ჯარიმის დაკისრების გარდა ჩამოართვა მობილური ტელეფონი, რომლითაც ის პოსტებს ავრცელებდა. პროკურორები ითხოვდნენ იბრაგიმოვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, თუმცა სასამართლომ უარი თქვა მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე. იბრაგიმოვმა, რომელიც თათრეთში ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, 14 ივნისს „ინსტაგრამში“ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ჰომოსექსუალები დ დაწერა, რომ ემხრობა მათ მკვლელობას. ამ პოსტის გავრცელებამდე ორი დღით ადრე შეიარაღებულმა პირმა 49 ადამიანი დახოცა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე ღამის კლუბში.

XS
SM
MD
LG