2014 წლის შემდეგ შემცირებულია რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ ისვენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის გამოცემა „კომერსანტმა“, რომელიც იმოწმებს რუსეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოების მონაცემებს. „კომერსანტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ განახევრებულია იმ რუსების რიცხვი, ვინ წელიწადში რამდენჯერმე ჩადის უცხო ქვეყნებში. ასევე ნაკლები რუსი დამსვენებელი ყიდულობს ძვირადღირებულ საგზურებს სასტუმროებში და სულ უფრო ხშირად ანიჭებს უპირტესობას უცხოეთში შეძლებისდაგვარად იაფად გაჩერების შესაძლებლობებს. შეძლებული რუსები კვლავინდებურად დიდ ფულს ხარჯავენ მოგზაურობისას, მაგრამ უფრო იშვიათად მოგზაურობენ - „კომერსანტის“ მონაცემებით, ზოგ შემთხვევაში, წინა წლებისაგან განსხვავებით, ახლა წელიწადში მხოლოდ ერთხელ მიდიან საზღვარგარეთ. ტურისტული სააგენტოების თანახმად, 2014 წლიდან მკვეთრად შემცირდა მათი ბიზნესი, რის მიზეზადაც მიჩნეულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება და სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო.
ყველაზე პოპულარული
1