Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინის კონფლიქტზე


ვაშინგტონის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ და ასევე გადაწყვიტეს, რომ ტრამპი მაისში ევროპაში შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს. 5 თებერვალს გავრცელებული განცხადებით, ტრამპმა და სტოლტენბერგმა განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა. ამ ცნობაში დეტალები არ არის მოყვანილი. სტოლტენბერგთან საუბრისას, ტრამპმა გამოთქვა ნატოს მიმართ „მტკიცე მხარდაჭერა“, მაგრამ აღნიშნა, რომ ნატოს წევრებს მართებთ გაზარდონ ალიანსის დაფინანსება. აშშ-ის წინა ადმინისიტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. 2014 წლის აპრილში კონფლიქტის დაწყების შემდეგ,, აღმოსავლეთ უკრაინაში 9750-ზე მეტი ადამიანია მოკლული. წარსულში ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ნატო, რომელიც მისი აზრით, „მოძველდა“ და ასევე არაერთხელ გამოუთქვამს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი.

XS
SM
MD
LG