Accessibility links

მაკკეინი შეშფოთებას გამოთქვამს რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო


ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეშფოთებას გამოთქვამს რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 35 წლის კარა-მურზა კრიტიკულ მდგომარეობაშია მოსკოვის საავადმყოფოში - უკვე მეორედ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჯონ მაკკეინმა 7 თებერვალს სენატში განაცხადა, რომ კარა-მურზა, აშკარად, კიდევ ერთხელ მოწამლეს იმის გამო, რომ „შეინარჩუნა საკუთარი იდეალების რწმენა სასტიკ და სახიფათო თვითმმართველობასთან კონფრონტაციაში“. კარა-მურზას მეუღლემ, ევგენიამ, 6 თებერვალს შეატყობინა ჩვენს რადიოს, რომ ექიმებმა მის ქმარს დაუსვეს „დაუდგენელი ნივთიერებით მოწამვლის“ დიაგნოზი 2 თებერვალს საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ. კარა-მურზას სიმპტომები ძალიან ჰგავს იმ სიმპტომებს, რომლებიც დაუდგინეს 2015 წლის მაისში, როცა მოსკოვში უცებ ავად გახდა და კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში. მოგვიანებით ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მისი ავადმყოფობა იყო პოლიტიკური საქმიანობისათვის გაზრახ მოწამვლის შედეგი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG