Accessibility links

ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა


ვაშინგტონში დღეს გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილეროსნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ნახევარი საათი გრძელდებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკელი კოლეგის მხრიდან „ძალიან დადებითად შეფასდა“. 9 თებერვალს, მიხეილ ჯანელიძე თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ, მაიკლ ფლინს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, უსაფრთხოების გარემო რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG