Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ მელიასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა


გავრცელებული ინფორმაციით თბილისის მერიასთან დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის. ნიკა მელია შენობაში შესვლას და მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრას მოითხოვდა, რის უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას. იუწყებიან, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და აქციის მონაწილეებმა ერთობლივი ძალის გამოყენებით სცადეს შენობაში შესვლა, რასაც მერიის უსაფრთხოების სამსახური შეეწინააღმდეგა. თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG