Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონს ურჩევს, ნუ მოისურვებს „ძალის პოზიციიდან“ საუბარს


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის პენტაგონთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ გააფრთხილა ვაშინგტონი, ნუ მოისურვებს თანამშრომლობას „ძალის პოზიციიდან“. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ შოიგუს სიტყვები, რომ „მოსკოვი პენტაგონისგან მოელის დაზუსტებას“ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მატისის გუშინდელი განცხადების თაობაზე. ბრიუსელში, ნატოს გუშინდელ მინისტერიალზე გამოსვლისას, მატისმა, კერძოდ, თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობისას აუცილებელია სიმტკიცის გამოჩენა. „ჩვენ ღია ვართ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც საჭიროა მოსკოვთან თანამშრომლობის აღსადგენად, ამავე დროს ვინარჩუნებთ რეალისტურ მოლოდინს და ვმოქმედებთ ისე, რომ ჩვენმა დიპლომატებმა მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან წარმართონ“ - განაცხადა მატისმა.

XS
SM
MD
LG