Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი და თავდაცვის მინისტრი არ იზიარებენ მედიაზე ტრამპის მოსაზრებებს


აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი არ დაეთანხმა მედიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას და განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი ნაწილობრივ თავისუფალ პრესაზე იყო დაფუძნებული. ასე უპასუხა მაკკეინმა ტრამპის განცხადებას, რომ მედია "ამერიკელი ხალხის მტერია“. თუ დემოკრატიის, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ, შენარჩუნება გსურს, უნდა გვქონდეს თავისუფალი პრესა - ხშირად კრიტიკულად განწყობილიო, განუცხადა მაკკეინმა ამერიკის მედიას მიუნხენიდან, სადაც დღეს დამთავრდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. პირველი, რასაც დიქტატორები აკეთებენ, მედიის ჩახშობააო, დასძინა სენატორმა. "არ მინდა თქმა, თითქოს ტრამპი ცდილობს, იყოს დიქტატორი, მაგრამ ისტორიის გაკვეთილებიდან უნდა ვისწავლოთ", თქვა მაკკეინმა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა ასევე არ დათანხმა ტრამპს და განაცხადა, რომ მედიასთან პრობლემები არა აქვს.

XS
SM
MD
LG