Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ დაჭრა თავდამსხმელი, რომელიც მანქანით ხალხში შევარდა


გერმანიის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაჭრა თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე მანქანა დაატაკა ფეხით მოსიარულეებს ქალაქ ჰაიდელბერგის ცენტრალურ მოედანზე. ინცინდენტის შედეგად სამი კაცი დაშავდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი მძღოლი, რომელიც ნაქირავებ მანქანაში იჯდა, პოლიციის ცნობით დანით იყო შეიარაღებული. პოლიციის პატრულმა თავდამსხმელს გზა გადაუჭრა და გასროლით დაჭრა. თავდამსხმელი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰაიდელბერგის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი არ არის ეჭვმიტანილ ტერორიზმში და, როგორც ჩანს, იგი მარტო მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG