Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა აღიარა რუსეთში დოპინგთან ბრძოლის წარუმატებლობა, მაგრამ უარყო სახელმწიფოს ჩარევა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთში „არ იმუშავა“ სპორტში დოპინგის გამოყენების საწინააღმდეგო სისტემამ. ეს ჩვენი ბრალია, ეს უნდა ვაღიაროთო, განაცხადა პუტინმა. თუმცა მისივე თქმით, რუსეთში არასოდეს უარსებია დოპინგის სახელმწიფო სისტემას სპორტსმენების მიღწევების გასაუმჯობესებლად. პუტინის განცხადება, რომელიც მან დღეს ქალაქ კრასნოიარსკში ვიზიტის დროს გააკეთა, შეესაბამება იმას, რაც დოპინგის თემაზე აქამდე აქვთ ნათქვამი რუს ოფიციალურ პირებს. არადა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ შარშან დეკემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სპორტის სამინისტრო იყვნენ ჩართული რუსი ათლეტების მიერ დოპინგის გამოყენების მასშტაბურ პროგრამაში. ანგარიშის თანახმად, სპორტის 30-მდე სახეობის წარმომადგენელი ასობით რუსი სპორტსმენი იყენებდა აკრძალულ ნივთიერებებს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და სხვა შეჯიბრებების დროს.

XS
SM
MD
LG