Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლებმა იმსჯელეს შეტაკებების საფრთხის თავიდან აცილების გზებზე


რუსეთისა და ბრიტანეთის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებმა მოსკოვში გამართეს შეხვედრა მათ სამხედრო ძალებს შორის შეტაკებების საფრთხის აცილების გზებზე სასაუბროდ. ასეთი შეხვედრები იშვიათად იმართება და მიზნად ისახავს აგრეთვე, განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტოდ არის მომატებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ ჟურავლიოვმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგა გორდონ მესენჯერმა იმსჯელეს რუსეთ-ბრიტანეთის „სამხედრო თანამშრომლობის მდგომარეობასა და თანამშრომლობის კვლავ აღდგენის პერსპექტივაზე“. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გაუარესებულია მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და 2015 წელს სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ მოსკოვში გამართულ შეხვედრას უწოდა „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საფრთხეების მართვისა და არასწორი გათვლების თავიდან აცილებაზე“ მოსალაპარაკებლად. ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებს ბოლო თვეებში რამდენჯერმე მოუწიათ სასწრაფოდ აფრენა ბრიტანეთის მახლობლად საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავების გახშირებული მანევრების გამო.

XS
SM
MD
LG