გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინისათვის „სრულიად არარეალისტურია“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმად ნატოს წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე უნდა გაზარდონ საკუთარი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯები. 1 მარტს ესტონეთში ვიზიტით მყოფმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანია, რომელიც ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, მზად არის გაზარდოს ეს ციფრი, მაგრამ არა 2%-მდე, რაც გერმანელი მინისტრის თქმით, ძალიან ბევრია. გერმანია, რომელიც სამხედრო ძალებზე წელიწადში 35 მილიარდ ევროს ხარჯავს, 2020 წლისათვის მზად არის ეტაპობრივად, 39.2 მილიარდ ევრომდე გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი.
გერმანელი მინისტრი „არარეალისტურს“ უწოდებს ტრამპის მოთხოვნას ნატოს დანახარჯებთან დაკავშირებით
ყველაზე პოპულარული
1