Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალმა თბილისში ყვავილებით შეამკო ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი


ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა ყვავილების გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი. ის მემორიალთან მივიდა თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. გენერალთან ერთად მემორიალთან მივიდნენ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები და საქართველოს მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლები, მათ შორის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე დღესვე მართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ გაიმართა, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

XS
SM
MD
LG