საერთაშორისო საინტერნეტო რესურსის - „ვიკილიქსის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო წარმოადგენდა სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით. „ვიკილიქსმა“ გუშინ გამოაქვეყნა ცხრა ათასამდე დოკუმენტი, რომლებიც მისივე განმარტებით, მან მიიღო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კიბერდაზვერვის ცენტრისგან. ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, აშშ-ის კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია. დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია. დოკუმენტების გავრცელებამ გამოიწვია დისკუსია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შიგნით, რომელიც შეეხება ჰაკერულ მეთოდებს და ნათლად აჩვენებს იმას, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ჰაკერებს ხელი მიუწვდებოდათ ეპლისა და ანდროიდის სმარტფონებსა და სხვა ტექნიკაზე. ამ მოწყობილობებიდან ისინი მოიპოვებდნენ ტექსტურ და ხმოვან ინფორმაციის და შემდეგ კომპიუტერზე შიფრავდნენ.
ყველაზე პოპულარული
1