Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკულად განწყობილი მიტროპოლიტი „საეკლესიო სამართლის ამუშავების“ ინიციატივით გამოდის


სინოდის წევრი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში. ”მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი” - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა. ამასთან, ეკლესიის შიგნით არსებული კორუფციის კრიტიკოსი მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას არ აპირებდა. საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა. არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდის წევრები მსჯელობენ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე. მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას არ აპირებდა.

XS
SM
MD
LG