Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები დასასრულს უახლოვდება


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელენა ლაბახუამ განაცხადა, რომ 35 საარჩევნო ოლქიდან, 34-ში არჩევნები უკვე ჩატარდა. 131 ათასი ამომრჩევლიდან, 15 საათის მონაცემებით არჩევანი გაკეთებული ჰქონდა 51 ათას კაცს, რაც საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს. საქართველოს ხელისუფლება არალეგიტუმრს უწოდებს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებს. თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არჩევნების ჩატარება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG