Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ყოფილ კომუნისტ ლიდერს თავს დაესხნენ და დაჭრეს


კოსოვოში, პრიშტინაში, საკუთარ ბინაში თავს დაესხნენ და დაჭრეს სერბიის ყოფილი ოლქის ყოფილ კომუნისტ ლიდერს; 68 წლის ასემ ვლასიმ, რომელიც ახლა იურისტად მუშაობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავდამსხმელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა, და რომ მიყენებული ჭრილობები არ იყო სახიფათო. პოლიცია ვერაფერს ამბობს თავდასხმის სავარაუდო მოტივზე, დაკავშირებული იყო ეს ვლასის კომუნისტური პერიოდის წარსულთან, თუ ახლანდელ საქმიანობასთან. ხელისუფლების თანახმად, დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, რომლებსაც უპოვნეს მაყუჩი. ვლასი 80-იანე წლებში განაგებდა სერბიის ოლქს და ალბანელთა სერბიისგან გამოყოფის მოთხოვნას გმობდა, ის მოგვიანებით შეუერთდა კოსოვოს დამოუკიდებლობის მოძრაობას.

XS
SM
MD
LG