Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი


რუსეთში პოლიციამ დააკავა უკრაინელი ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ კორესპონდენტი რომან ციმბალიუკი. ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუკში წერს. ის იტყობინება, რომ დააკავეს, როცა ინტერვიუს წერდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტთან, რომელმაც უკრაინის დროშა გამოფინა მოსკოვში, ყირიმის ანექსიის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე. დღეს უფრო ადრე ასპირანტმა, რომელიც მედიასთან საუბრისას თავს ფარუხად მოიხსენიებს, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ უკრაინული დროშის გამოფენის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, ცემეს და დაკითხეს, სავარაუდოდ, უშიშროების ფედერალური სამსახურის მუშაკებმა. ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ ფარუხს აიძულეს დაეწერა განცხადება, რომლითაც პირობას დებს, რომ ინფორმაციას მიაწვდის ხოლმე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს. ფარუხს, მისივე თქმით, უნივერსიტეტიდან გარიცხვით დაემუქრნენ, თუ უარს იტყოდა განცხადების ხელმოწერაზე.

XS
SM
MD
LG