Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტთან ინციდენტებს პოლიცია ტერაქტებად აფასებს


ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა მას მერე, რაც მოხდა ორი ერმანეთთან კოორდინირებული ინციდენტი, რომლებსაც პოლიცია ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. პოლიციის თანახმად, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი თავდამსხმელი 22 მარტს შეეცადა პარლამენტში შეღწევას უესტმინსტერის სასახლის მხრიდან და დანით დაჭრა პოლიციელი შესასვლელთან, რომელსაც თემთა და ლორდთა პალატების წევრები იყენებენ. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და მოკლა ის შენობის გარეთ. იმავე დროს, მახლობლად, უესტმინსტერის ხიდზე, ავტომანქანა შეეტაკა 12-ზე მეტ ადამიანს და დააშავა ისინი, შემდეგ კი შეეჯახა პარლამენტის შენობის გარშემო ზღუდეს. ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პრემიერ -მინისტრის, ტერეზა მეის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ პრემიერი უსაფრთხოდაა. მას არ დაუზუსტებია, სად იყო პრემიერი თავდასხმის მომენტში. ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ.

XS
SM
MD
LG