Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთმა შეიძლება ევროკავშირის წევრობის რეფერენდუმი ჩაატაროს


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოანის თქმით, მისმა ქვეყანამ შეიძლება გამართოს რეფერენდუმი იმის თაობაზე, ესწრაფოს თუ არა ანკარა ევროკავშირში გაწევრიანებას. ერდოანმა 25 მარტს განაცხადა, რომ კენჭისყრა, თუკი ის ჩატარდა, გაიმართება კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ. ეს რეფერენდუმი დაგეგმილია აპრილისთვის და ის პრეზიდენტს დამატებით უფლებამოსილებას მიანიჭებს. თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეწყდა გაყოფილიკვიპროსის და თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის მგომარეობის გამო. ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა გასულ კვირებში.

XS
SM
MD
LG