Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მილიარდერი „მზაკვრულ“ სიცრუეში ადანაშაულებს ასოშიეიტედ პრესს


რუსი მილიარდერი, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტედ პრესს ადანაშაულებს „ფართომასშტაბიანი და შეცდომაში შემყვანი კამპანიის“ წარმოებაში. ბრალდების მიზეზია ასოშიეიტედ პრესის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, პოლ მანაფორტთან დერიპასკას ურთიერთობას აშუქებს. გაზეთებს „უოლ სტრიტ ჯორნალსა“ და „ვაშინგტონ პოსტს“ დერიპასკამ გამოაქვეყნებინა ფასიანი რეკლამა „ასოშიეიტიდ პრესის“ ანგარიშის დასაგმობად. ის „მზაკვრულ სიცრუეში“ ადანაშაულებს მსოფლიოში ამ ერთ-ერთ წამყვანი მედიასაშუალებას. საქმე ეხება ასოშიეიტედ პრესის მიერ 22 მარტს გავრცელებულ სტატიას, რომლის თანახმადაც მანაფორტმა, როცა 2000-იან წლებში დერიპასკასთან თანამშრომლობდა, წარმოადგინა გეგმა აშშ-ში, ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პოლიტიკაზე, ბიზნესზე და მედიის მუშაობაზე გავლენის ისე მოსახდენად, რომ დახმარებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინტერესებს. 2016 წელს მანაფორტი სათავეში ედგა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და აგვისტში გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავშირი ჰქონდა უკრაინის პრორუსულ პოლიტიკურ პარტიასთან.

XS
SM
MD
LG