Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სირიელ ხალხს 6 მილიარდი ამერიკული დოლარით დაეხმარება


ევროკავშირის წარმომადგენელთა ცნობით, დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა პირობა დადეს, რომ სირიელ ხალხს დაეხმარებიან 6 მილიარდი ამერიკული დოლარით. ევროკავშირის ჰუმანიტარულ დახმარებათა კომისრის ხრისტოს სტილიანდისის განცხადებით, დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა „შთამბეჭდავი ციფრია“ და თანხა მხოლოდ 2017 წლისთვის არის განკუთვნილი. „ჩვენი კონფერენცია აგზავნის მძლავრ მესიჯებს...ჩვენ მათ არ დავაღალატებთ“, განაცხადა სტილიანდისმა. ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცის მიზანი იყო მხარდაჭერის გაძლიერება სირიის სამოქალაქო ომით დაზარალებულთათვის და ასევე საერთაშორისო ზეწოლის ინტენსიფიკაცია კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრის საკითხის მიზნით. გასულ წელს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ფინანსური დაპირებები განისაზღვრა 12 მილიარდი ამერიკული დოლარით. აქედან, 6 მილიარდი 2016 წლისთვის და დანარჩენი 6.1 მილიარდი 2017-2020 წლებისთვის. სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის მიმდინარე ომში დაიღუპა 300 000-ზე მეტი ადამიანი, მილიონობით პირმა, კი დატოვა მუდმივი საცხოვრებელი.

XS
SM
MD
LG